საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა პირველსემესტრელებთან

23 სექტემებრს, თსუ-ის პირველ კორპუსში, თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს.

„გილოცავთ, თქვენ N1 უნივერსიტეტის სტუდენტები ხართ. დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკურ მიმართულებას განსაზღვრავენ ის ადამიანები, რომელთა 99%-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ამ ფაკულტეტის ტრადიციები თითქმის საუკუნოვანია. უნივერსიტეტში ერთ-ერთი პირველი მიმართულება იყო და იმ კადრების მომზადებას ისახავდა მიზნად, რომელიც იმ დროს დამოუკიდებელ საქართველოს სჭირდებოდა. თქვენ გასწავლიან პროფესორები, რომლებიც ქმნიან ისეთ პროდუქტებს, რომლითაც ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. თქვენ გასწავლიან გამორჩეული ადამიანები, რომლებიც საუკეთესო ცოდნას მოგცემენ. ჩვენი გუნდის მთავარი სურვილია, უნივერსიტეტი გავხადოთ სტუდენტზე ორიენტირებული, ამიტომაც, უამრავი პროექტი იქმნება თქვენთვის და მინდა, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან შეხვედრისას.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალქულიან პირველსემესტრელი სტუდენტები საბა გაგლოშვილი და მარიამ ტაბატაძე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 

თარიღი: 25/09/2024